воскресенье, 29 июня 2014 г.

ინტელის ტრენინგის შეჯამება

მოხარული ვარ ,რომ მოვხვდი ასეთი ტრენერის ხელში , როგორიცაა ქალბატონი ქეთი ცერაძე. კომპიუტერული  ტექნოლოგიები მეტნაკლებად მესმის და ვფლობ ნორმალურად , მაგრამ ამ ტრენინგებმა დიდი მოტივაცია გამიჩინა , რომ ბევრი პროექტი დავგეგმო და განვახორციელო.
მადლობა ,ჩემს ტრენერსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს 

ტრენინგის მეცხრე დღე

ტრენინგის მეცხრე დღეს გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოებს, მოვახდინეთ კორექტირება,შემდეგ ვისწავლეთ როგორ ავტვირთოთ ან გადმოვწეროთ ვიდეოფაილები youtube-დან.
ტრენერის და კოლეგების წინაშე გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია, მოვისმინე სხვა მასწავლებლების პროექტების პრეზენტაციები და მინდა ავღნიშნო , რომ მოხიბლული ვარ  ამდენი ნიჭიერი მასწავლებლის გაცნობით.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და მივეცით რჩევები , რომელსაც გავითვალისწინებთ შემდეგ პროექტებზე მუშაობისას.

суббота, 28 июня 2014 г.

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მერვე დღე, ყველა დღის მსგავსად ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, გავიმეორეთ წინა დღეს განვლილი მასალა და გადავხედეთ ჩვენი პროექტის გეგმას.
ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა, გადავხედეთ ჩვენი პროექტის პორტფოლიოს, მოვახდინეთ შესწორებები და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე.
დავამატეთ ბლოგზე სიის გაჯეტი, სადაც ჩავსვით ჩვენი საჭიროების მიხედვით შესაბამისი მასალები

понедельник, 23 июня 2014 г.

ტრენინგის მეშვიდე დღე

გავიმეორეთ ბლოგზე მუშაობა, ბლოგზე გაჯეტების დალაგება, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე

воскресенье, 22 июня 2014 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ გამეორებით. განვიხილეთ შეფასებების რუბრიკები,  ავაწყეთ მოსწავლის პრეზენტაცია, რასაც წინ ერთვოდა Power Point-ში მუშაობის გახსენება, დიაგრამების , სურათების ჩასმის და ა.შ
გადავხედეთ სხვადასხვაპროექტების გეგმებს და მოვინიშნეთ საინტერესო ინფორმაციები

суббота, 21 июня 2014 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრენინგის მეხუთე დღე დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ჩვენს საქაღალდეში - საავტორო უფლებებში შევინახეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები. ამის შემდეგ შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში , ვიმუშავეთ ბლოგის შექმნაზე , ვისწავლეთ გაჯეტების განლაგება და შეცვლა, მაგ. სურათი, გამოკითხვა და
HTML- ი. ვისწავლეთ მთავარ გვერდზე ინფორმაციის და სურათის ჩასმა

воскресенье, 8 июня 2014 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. გავიმეორეთ განვლილი მასალა.შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა. შევქმენით პროექტის პორტფოლიო და გადავიტანეთ ბლოგზე. ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ კომენტარი სხვის ბლოგზე.